სასერთიფიკატო კურსები
სამართლის სკოლა ყოველწლიურად რამდენიმე მიმართულების საზაფხულო სკოლას გთავაზობთ, რომლებიც იმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ბათუმში, ბაკურიანში, გუდაურში, სამშვილდესა და სხვ.). სკოლების მიმართულება მრავალფეროვანია, მოიცავს სისხლის, კერძო, საჯარო სამართალს და მათ, ქართველ ექსპერტებთან ერთად, უცხოელი კოლეგები უძღვებიან. საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა უზრუნველყოფს დამატებითი უნარ-ჩვევების შეძენას და ახალი კონტაქტების დამყარებას. სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლები სრულადაა დაფინანსებული.