სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი
საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლაზე, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი.
საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების წარმატება და მათი მაღალი დონის პროფესიონალიზმი განპირობებულია არა მხოლოდ უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური სტანდარტებით, არამედ სტუდენტების კარიერული წინსვლისათვის მიმართული ძალისხმევითაც.
იმისათვის, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიაღწიონ წარმატებას, კარიერული სერვისების თვალსაზრისით, სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის ხელმისაწვდომია სისტემატური ტრენინგები, დასაქმების ფორუმები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ექსკლუზიური სიახლეები მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და სხვა.
საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სრულყოფილად ამზადებს იმისათვის, რომ მათ თავდაჯერებულად იგრძნონ თავი კონკურენტულ გარემოში.
უნივერსიტეტი დასაქმებული კურსდამთავრებულების შესანიშნავი სტატისტიკით გამოირჩევა. ბოლო მონაცემებმა ცხადყო, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 96% დასაქმებულია.
დასაქმების ხელშეწყობის სამსახური ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი ბიგვავა
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მენეჯერი
ელ-ფოსტა: a.bigvava@ug.edu.ge
IV კორპუსი, ოთახი 505ა
ტელ: (032) 2 55 22 22
მობ: (+995) 579 30 01 11
ელ.ფოსტა: career@ug.edu.ge