ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ხშირად დასმული კითხვები (FAQ): კოსტავას ქუჩაზე საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენა

ხშირად დასმული კითხვები (FAQ): კოსტავას ქუჩაზე საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენა

  1. როგორ განხორციელდა საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენის პროცესი?

შეძენა განხორციელდა საჯარო აუქციონის გზით, სადაც საქართველოს უნივერსიტეტმა შეიძინა ქონება  3.675.000 აშშ დოლარად, რაც დაფინანსდა საფინანსო ინსტიტუტიდან აღებული სესხით.

  1. მოიცავდა თუ არა ქონების გაყიდვა ნასყიდობის საფასურის გადახდის გარდა სხვა ვალდებულებებსაც?

დიახ, იყო ვალდებულება დასაქმებულიყო არა ნაკლებ 120 ადამიანი, შექმნილიყო აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და უზრუნველყოფილიყო საშუალო ხელფასი.

საქართველოს უნივერსიტეტმა ყველა ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულა — დღეს იგი ასაქმებს 1500-ზე მეტ თანამშრომელს, ჰყავს 10,000-ზე მეტი სტუდენტი და ახორციელებს 60-ზე მეტ აკრედიტებულ პროგრამას ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე.

  1. როგორ უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას ქონების შეძენის პროცესი?

საჯარო აუქციონის გზით ქონების შეძენა არის პრივატიზაციის ყველაზე გამჭვირვალე პროცედურა

  1. შეიძინა თუ არა ქონება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან?

არა, ქონება არ შეძენილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან, რადგან ეს იყო სახელმწიფო ქონება, რომელიც საჯარო აუქციონის გზით გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ. ნასყიდობის საფასურის გადახდაც შესაბამისად განხორციელდა სახელმწიფო ხაზინაში.

  1. შეიძინა თუ არა საქართველოს უნივერსიტეტმა რომელიმე შენობა სიმბოლური ან ნომინალური გარიგების გზით?

არა, საქართველოს უნივერსიტეტის არცერთი შენობა არ არის შეძენილი სიმბოლური ან ნომინალური გარიგებით.

  1. უჩივლია თუ არა ოდესმე ტექნიკურ უნივერსიტეტს ოფიციალურად საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებით?

არა. ეს არის პირველი შემთხვევა 18 წლის განმავლობაში ქონების შეძენიდან მოყოლებული, როცა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ოფიციალური საჩივარი შეიტანა.

  1. რა მდგომარეობაში იყო შენობები შეძენის დროს?

მათი დიდი ნაწილი იყო ე.წ შავი კარკასი.

  1. რატომ სთხოვა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომ მის სარჩელთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ?

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სახელით ჩვენ ვერ ვისაუბრებთ.
საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის ახორციელებდა ყველა გარიგებას — მათ შორის აღნიშნული შენობების შესყიდვის გარიგებასაც — კანონისა და გამჭვირვალობის სრული დაცვით.

ნასყიდობის დოკუმენტები







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი