
საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის პერიოდულად ღია კარის დღეებს ატარებს.
ღია კარის დღეზე აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიცნონ: ფაკულტეტის ხელმძღვანელები, ლექტორები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პირდაპირ მათგან მიიღონ უტყუარი ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტის შესახებ.
ღონისძიებაზე აბიტურიენტები ეცნობიან განსაკუთრებულ შეთავაზებებს, იღებენ ინფორმაციას გაცვლით პროგრამების, სტუდენტურ ცხოვრებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ.