ქართველი ფილოლოგი, მთარგმნელი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში.
1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა.
1970-1972 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება.
1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.