ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

საპატიო დოქტორები

ვახტანგ კიკაბიძე

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი.  უკრაინის დამსახურებული არტისტი (2013)  შოთა რუსთაველის სახელობისა (2010) და საქართველოს (2013) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი.

 

ვახტანგ კიკაბიძეს კინოში იღებდნენ 1964 წლიდან. 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. მისი კინოდებიუტი შედგა ნიკოლოზ სანიშვილის მუსიკალურ კომედიაში „შეხვედრა მთაში“ (1966). განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ბენჟამენ ღლონტის როლმა კომედიაში „არ იდარდო!“ (1969), რომლის რეჟისორი იყო გიორგი დანელია. კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“ (1969), „ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „მიმინო“ (1977) და სხვა.

 

კარტახენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ იდარდო!“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978). 

2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ უარი თქვა რუსეთში საესტრადო საქმიანობაზე და მეგობრობის ორდენის მიღებაზე.[3] 2022 წლის თებერვალში დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.[4] 

ვახტანგ კიკაბიძე 2023 წლის 15 იანვარს, 84 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი