ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

სკოლის შესახებ



SHARE ON


თინათინ ღუდუშაური
სკოლის დირექტორი

IV კორპუსი, ოთახი: 623
2 55 22 22 (336)
E-mail: t.gudushauri@ug.edu.ge

საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 2005 წლიდან არსებობს და დღეისათვის მოწინავე პოზიცია უკავია ამ სფეროში.  სკოლაში არსებობს სამი დეპარტამენტი: ფილოლოგიისა და ევროპული ენების, ისტორიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის და სწავლება მიმდინარეობს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე-ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. 

სკოლაში ფუნქციონირებს სასერტიფიკატო კურსები სხვადასხვა ენებში და ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები. ტარდება ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო/კვლევითი მუშაობა. 

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას გააჩნია ყველა თანამედროვე რესურსი სწავლების მაღალი სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისათვის. კერძოდ, საუკეთესო აკადემიური პერსონალი, გამართული, აკრედიტებული სასწავლო პროგრამები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები და ენების სასწავლო ლაბორატორია, მჭიდრო საერთაშორისო კონტაქტები,სტუდენტთა მონაწილეობის შესაძლებლობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, თეორიული სწავლების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა პრაქტიკისა და სტაჟირების სახით და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწავლების ასეთი მაღალი ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მუდმივი სურვილი.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი