სკოლის შესახებ
სკოლის მისიაა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით შექმნას ახალი ცოდნა და სტუდენტებს მისცეს განათლება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების პროგრესს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით.
სკოლა მიისწრაფის მიაღწიოს სწავლების, კვლევების, ახალი ცოდნის დაგროვებისა და საზოგადოებისათვის გაზიარების სრულყოფილ ფორმას; სკოლა შესაძლებლობას უქმნის განსხვავებული აკადემიური ინტერესისა და უნარების მქონე პირებს, მოახდინონ საკუთარი პოტენციალის გამოვლენა სწავლის, სწავლების, კვლევების, ცოდნის კომერციალიზაციისა და პროფესიული განვითარების გზით.
ჩვენი ღირებულებებია
სკოლის მიზანია მოამზადოს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებად გარემოში მნიშვნელოვანია თანამედროვე და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების დანერგვა და განხორციელება.
სასწავლო პროგრამები შემუშავებულია წამყვანი უცხოური უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების ანალიზისა და მათი გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე.
სკოლაში არსებული სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები ახალგაზრდების მოტივაციისთვის და მათი კვლევითი უნარების განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის. სკოლაში ფუნქციონირებს მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის მიზანია უნივერსიტეტის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სამეცნიერო კადრების მომზადება წმინდა, გამოყენებით მათემატიკასა და მექანიკაში.