საქართველოს უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია „არს გუსტო“ 2022 წლის 6 ივნისს დაარსდა.
კულინარიის აკადემია დამწყებ მზარეულებს საშუალებას აძლევს ევროპული დონის კულინარიული განათლების ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ.
აკადემია ამიერკავკასიაში ერთადერთი კულინარიული ჰაბია, რომელიც ფოკუსირებულია ქართული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და მსოფლიო გასტრონომიული ტრენდების შესწავლაზე.
სწავლების ენები: ქართული, ინგლისური და ფრანგული.
მეთოდოლოგია: ეფუძნება მსოფლიო წამყვანი კულინარიული სკოლების გამოცდილებას, HACCP-ის სტანდარტებსა და საქართველოს განათლების სისტემის ყველა მოთხოვნას.
პრაქტიკა: პროგრამის 70-80% პრაქტიკულია. სწავლების პროცესში გამოიყენება უახლესი გასტრონომიული ტექნიკა, სიმულაციური კაფე-რესტორანი და აკადემიის სათბურები.
კულინარიის კურსები მოიცავს პროფესიულ, სამოყვარულო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს.
კულინარიის კურსების სრული პროფესიული პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სრული კულინარია, მზარეულის საქმე და რესტორნის მენეჯმენტი, საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეული და აზიური/ვეგეტარიანული კულინარია.
კურსდამთავრებულებს ენიჭებათ დემი-შეფის, სუ-შეფის, ბრენდ-შეფის ან მულტიდისციპლინარული (მზარეულ-კონდიტერ-ბეიქერ-რესტორატორის) კვალიფიკაცია.
კულინარიის აკადემია “არს გუსტო” სტუდენტებს სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას სთავაზობს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Radisson Blu Iveria, Hilton Garden Inn და სხვა.
პრაქტიკული მეცადინეობები და ქართული კულინარიის შესწავლა მიმდინარეობს ფასანაურის კამპუსში.
კურსდამთავრებულების 94% დასაქმებულია HoReCa სექტორის წამყვან ობიექტებში, ხოლო 6%-მა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.
კულინარიის აკადემია 10 და 15%-იანი ფასდაკლებებს სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს, ასევე სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან მოქალაქეებს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ჯგუფების სრულ შევსებამდე.
თუ გსურთ კურსებზე დასწრება, გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე info@arsgusto.ge ან მიმართეთ ადმინისტრაციას მისამართზე: თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. #21.