სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ექვემდებარება:
- აკადემიური პერსონალის განვითარებისა და სამეცნიერო პროექტების მართვის სამსახური;
- სამეცნიერო ჟურნალის „კავკასიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჟურნალის“ (“Caucasus Journal of Social Sciences”) რედაქცია;
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის სფერო:
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი კოორდინაციას უწევს საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
მისი ძირითადი ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსაზღვრის ორგანიზება
ბ) უნივერსიტეტში თანამედროვე ცოდნაზე და ხარისხზე ორიენტირებული კვლევის განხორციელებისათვის და სასწავლო პროცესთან ინტეგრაციის ხელშეწყობა
გ) უნივერსიტეტში სამეცნიერო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი წარმართავს:
- სამეცნიერო სემინარებსა და კონფერენციებს უნივერსიტეტში;
- სხვა უნივერსიტეტებთან სამეცნიერო კონტაქტებს;
- საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ;
- საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო საგრანტო კომისიის მუშაობას;
ამტკიცებს:
- სკოლის დირექტორების მიერ სხვადასხვა სასწავლო საგნების მიმართულებით წარმოდგენილ სახელმძღვანელოების ნუსხას;
- გამოსაცემი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ნუსხას;
- საუნივერსიტეტო აკადემიური ჟურნალის: Caucasus Journal of Social Science -ის რედაქციას;
- საქართველოს უნივერსიტეტის ყოველწლიურ სამეცნიერო თემატიკას.
ისმენს და იბარებს:
- საქართველოს უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლების და კვლევითი ცენტრების ყოველწლიურ სამეცნიერო ანგარიშებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: კოსტავას ქ. 77ა
საქართველოს უნივერსიტეტი
IV სასწავლო კორპუსი, ოთახი 511
ინსტიტუტის დირექტორი: ზვიად გაბისონია
ტელეფონი: 2 55 22 22 (308)
ელ.ფოსტა: z.gabisonia@ug.edu.ge