სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი უერთდება სისხლის ცენტრალური ბანკის აქციას - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“.
ძვირფასო სტუდენტებო და თანამშრომლებო, თუ გსურთ დაეხმაროთ მათ, ვისაც გვერდში დგომა ყველაზე მეტად ჭირდებათ, გელოდებით 20 მარტს, უნივერსიტეტის I კორპუსში ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მე-5 სართულზე. სიმულაციურ ჰოსპიტალში ჩატარდება სამედიცინო გასინჯვები და სისხლის გაღების პროცედურა.
ჩვენ მიერ გაღებული სისხლით შევძლებთ გადავარჩინოთ ყველაზე ძვირფასი, - ადამიანის სიცოხლე.
P.S მონაწილეობა შეუძლია უკლებლივ ყველა თანამშრომელს და სტუდენტს 18 დან 60 წლამდე. სხეულის წონა არანაკლებ 50კგ. მამაკაცი არანაკლებ 65კგ.
მიღების საათები 10:00 – 17:00