სიახლეები
სიამაყით გაცნობებთ, რომ პირველად ისტორიაში, საქართველო მასპინძლობს დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის - INADR - International Law School Mediation Tournament-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედიაციის უძველეს შეჯიბრს! ვამაყობთ, რომ INADR-მა სწორად საქართველოს უნივერსიტეტი აირჩია მთავარ პარტნიორად საერთაშორისო კონკურსის ორგანიზებისთვის, რომელიც გაიმართება 2021 წლის 6-10 აპრილს.
გვჯერა, რომ ეს შეჯიბრი შექმნის მნიშვნელოვან პლატფორმას სტუდენტებისთვის, მენტორებისთვის, იურისტებისთვის, ტრენერებისთვის, ჟიურის წევრებისთვის და სხვა პროფესიონალებისთვის, რადგან მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაუზიარონ სხვებს თავიანთი გამოცდილება და ასევე, მიიღონ რჩევები სხვა ქვეყანაში მოღვაწე პროფესიონალებისგან.
ჩვენ გვჯერა დავის მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმის ფართოდ დანერგვის აუცილებლობის და ასევე, ვხედავთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალს - გახდეს უფრო წარმატებული ამ სფეროში.
ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, პოპულარიზაცია გავუწიოთ მედიაციას, როგორც რეგიონალური, ასევე მსოფლიოს მასშტაბით და მეორე მხრივ, გავუზიაროთ ქართული კულტურა, ტრადიციები და პოზიტიური ატმოსფერო ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.
გილოცავთ ამ წარმატებას და მოუთმენლად ველოდებით 2021 წლის 6-10 აპრილს.