სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტმა წამოიწყო გამოწვევა გაემიჯნე და გამოყოფს 200,000 - ლარიან ფონდს, საიდანაც ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება.
საქართველოს უნივერსიტეტი პატრიოტული სულისკვეთების კომპანიებს იწვევს, შესაძლებლობის ფარგლებში, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და მხარი დაუჭირონ საჯარო სამსახურების გამბედავ თანამშრომლებს.