სიახლეები
28 სექტემბერს, შერატონ გრანდ მეტეხი პალასში, საქართველოს უნივერსიტეტის, 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ექვსასამდე, სამივე საფეხურის კურსდამთავრებულმა, ერთად აღნიშნა სწავლის დასრულება. კურსდამთავრებულებს მისალოცი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა და პრეზიდენტმა, აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე თოფურიამ სტუდენტებს საპატიო სპიკერის, სინდისის პატიმრის, ლუკა ჯაბუას მისალოცი წერილი წაუკითხა " მჯერა, რომ თქვენ იქნებით ამ ქვეყნის კეთილსინდისიერი და პატიოსანი მოსამართლეები, იურისტები, პოლიტიკოსები და ყველა სხვა სფეროს პროფესიონალი წარმომადგენლები" - ლუკა ჯაბუა
კურსდამთავრებულთა ცერემონიალზე, ტრადიციულად, გამოვლინდნენ და დასაჩუქრდნენ ყველაზე მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტები, რომელთა შორის იყვნენ:
აღსანიშნავია, რომ გამოსაშვებ ცერემონიალზე, საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოვდა, ქართველი ფილოლოგი, პოლიტიკოსი და მთარგმნელი - ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც მოსულ სტუმრებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა, პროფესიულ საქმიანობაში.
ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებისთვის საღამოს სიურპრიზი შეასრულა ქართველმა მუსიკოსმა და თანამედროვე ესტრადის ერთერთმა პოპულარულმა წარმომადგენელმა, მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა.