სიახლეები
17 მაისს, სტუდენტური კლუბის - „UG ორიენტალი“ -ს მოწვევით საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს თურქეთის ელჩი, ბნ ზექილ ლევენთ გუმრუჩქუ შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველო - თურქეთის ურთიერთობას, თურქეთის პოლიტიკას, საკანონმდებლო და საგანმანათლებლო სისტემას, ნატოსთან ურთიერთობას და სხვ.
ლექციას დაესწრნენ სტუდენტები და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
ლექცია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაიმართა.