სიახლეები
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მოწვევით, საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია თურქული კულტურის ცენტრის დირექტორი - ზექერია გულთექინი. სტუმარს შეხვდნენ დირექტორები - ქნ. მანანა სანაძე და ქნ. გიული ალასანია, ჰუმანიტარულ მენციერებათა სკოლის დირექტორ ქნ. თინა ღუდუშაური, აღმოსავლეთმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი ბნ. ალექსანდრე ჭულუხაძე და თურქული ენის პედაგოგი ქნ. თეა მეშველიშვილი.
შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. მოხდა შეთანხმება თანამშრომლობა გაგრძელდეს თურქოლოგიის პროექტის ფარგლებში, რაც გულისხმობს საქართველოს უნივერსიტეტში თურქული ენისა და კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერას.
სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ და დახმარება გაუწიონ თურქოლოგიის მიმართულებას. შეხვედრის შემდეგ, აღმოსავლეთმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებმა სტუმრებს წარუდგინეს პრეზენტაცია თურქული და ქართული კულტურის შესახებ.
სტუმრებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს სტდენტების თურქული ენის ცოდნის დონით და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა ითანამშომლონ თურქოლოგიის პროექტის ფარგლებში.