სიახლეები
შპს "Skyward" აკადემიასა და საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც აკადემია მზადყოფნას გამოთქვამს ხელი შეუწყოს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების კუთხით. Skyward Academy საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს სწრაფად ცვალებად გარემოში.
მათი სასწავლო პროგრამები ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას, ფინანსურ დანაშაულთან და საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს უნივერსიტეტისთვის და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, გაიღრმავონ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული უნარები.