სიახლეები
მხარეები შეთანხმდნენ განავითარონ თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, რაც ორმხრივ სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს უნივერსიტეტის მასწავლებლებს, მეცნიერ-თანამშრომლებსა და სტუდენტებს, ასევე სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტს.
მემორანდუმის ფარგლებში გამოქვეყნდება საერთო სამეცნიერო სტატიები, მოეწყობა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები და სემინარები. გარდა ამისა, თანამშრომლობა გაგრძელდება სადოქტორო პროგრამების მიმართულებით, სადაც დისერტაციების წერაში ჩართულები იქნებიან ორივე მხარის პროფესორ-მასწავლებლები.