23 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტში, New Economic School-Georgia-სა და საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორობით საჯარო დისკუსია „ცივილიზებულად ყოფნის გააზრება” გაიმართა. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს ცივილიზაციის საფუძვლად ქცეული იდეებისა და ღირებულებების წარმოშობა, განვითარება და თანამედროვე მნიშვნელობა.
მოწვეულ სტუმართან ერთად: იარონ ბრუკი Ayn Rand Institute ((ARI) არის ამერიკული არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება რუსეთიდან აშშ-ში გადასახლებული მწერლისა და ფილოსოფოსის Ayn Rand-ის (აიინ რენდის) იდეების გავრცელებასა და შესწავლას.) სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, გაიმართა საინტერესო მსჯელობა რომელიც დაეთმო საგარეო პოლიტიკასა და კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთის რეგიონს.
მომხსენებლებმა, იარონ ბრუკმა და პაატა შეშელიძემ (ეკონომისტი,New Economic School-Georgia -ს დირექტორი) განიხილეს რეგიონალური გამოწვევები და თემები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია თავისუფალი საზოგადოების პრინციპების დაცვასთან.
"დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს შეეხება თავისუფალი ერების განვითარებისა და არჩევანის თავისუფლებას, რომელიც სხვადასხვა მხარეს ( ევროპა და აზია ) სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი. ჩვენ შევეხეთ ევროპის არჩევანს, თუ როგორ არის დღეს ის იმ პედესტალზე და თუ სად აზია, მეორეს მხრივ ეს ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს რადგან სწორედ ჩვენი სამეზობლოა მოქცეული ცივილიზაციის ერთგვარ ჭიდილში." აცხადებს პაატა შეშელიძე
შეხვედრაზე, ინტერაქციულ ფორმატში, მომხსენებლებმა დარბაზთან ერთად განიხილეს ცივილიზაციის დღევანდელი გამოწვევები და ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხალხთა ისტორიული ასპარეზის გადააზრება.