სიახლეები
19 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "არაძალადობრივი წინააღმდეგობა და სოციალური ცვლილება"
შეხვედრას უძღვებოდა, ფილოსოფოსი - ლევან ღამბაშიძე. ფორმატიდან გამომდინარე, ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, განხილული იყო ზოგადად საზოგადოების ფორმირებისათვის საჭირო ცვლილებები და ხერხები, რომელიც პირდაპირ პროპორციულად მომტანია საზოგადოებისთვის სასიკეთო შედეგების.
აღსანიშნავია, ტრენინგის ფარგლებში საუბარი სხვადასხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილებებს შეეხო, რომელთაც გრძელი და რთული გზა გაიარეს შემდგარი და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.