სიახლეები
5 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "თანამედროვე ომის ევოლუცია რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე" შეხვედრაზე, სპიკერმა, გიგა ინაშვილმა სტუდენტებთან ერთად განიხილა რუსეთ-უკრაინის ომის, როგორც პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობა, ორივე მხრიდან არსებული გამოწვევები თუ მიღწევები.
შეხვედრის ფარგლებში, სამხედრო მიმოხილვა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რასაც დეტალურად განიხილავდნენ დამსწრე მონაწილეები - კონკრეტული მაგალითების ირგვლივ.