სიახლეები
26 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ცენტრის, UGSPN – UG Security Policy and Nationalism Center-ის მიერ მომზადებული კვლევის, „საქართელოს თავდაცვის დილემა: რთული არჩევანი რთულ გარემოში“, საჯარო წარდგენა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის ცენტრის (UGSPN) მიერ მომზადებული კვლევის ანგარიში.
ანგარიში დეტალურად განიხილავს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას არსებული გამოწვევების ფონზე. კვლევა ასევე მკაფიოდ ადგენს იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთა განხორციელებაც მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის, ასევე ზოგადად თავდაცვისუნარიანობის საჭირო ინსტიტუციური ცვლილებების გატარების მიზნით.