სიახლეები
სტარტაპი TTM - ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპაში წამყვან Hardware აქსელერატორის Buildit - ის ტოპ ათეულში მოხვდა და შედეგად 50. 000 ევროს ინვერსტიციას მიიღებს, ხოლო ოქტომბრიდან TTM ჯგუფი ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას შეუერთდება.
TTM - ჯგუფი აწარმოებს სიჩქარის დინამიური რეგულირების სისტემას ავტომობილებისთვის, რომელიც ადგილმდებარეობის და გზის კონკრეტულ მონაკვეთზე არსებული შეზღუდვების მიხედვით არ აძლევს მანქანას შესაძლებლობას განავითაროს საჭიროზე მეტი სიჩქარე. ეს მოწყობილობა ეფექტურია, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის ასაცილებლად და ზრდის ავტომო-ბილის ეკონომიურობას.
აღსანიშნავია, რომ არსებული სტარტაპი UG Startup Factory - ს მონაწილეა და უკვე შეძლო GITA - ს ( საქართველოს ინოვაციების სააგენტო ) 100.000 ლარიანი გრანტის მოპოვება.