სიახლეები
საერთაშორისო ორგანიზაცია ვებომეტრიქსმა, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგს ყოველწლიურად იკვლევს, იანვარში მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოს უნივერსიტეტი რეიტინგით ქვეყნის კერძო უნივერსიტეტებს შორის არა მხოლოდ პირველობა შეინარჩუნა, არამედ ქვეყნის საერთო რეიტინგში მე-6 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა და რეგიონალური უნივერსიტეტების ტოპ ათეულში შევიდა. ასევე, მსოფლიო რეიტინგში საქართველოს უნივერსიტეტი 2000 ადგილით დაწინაურდა.
Ვებომეტრიქსი იკვლევს, უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები ითვალისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური პუბლიკაციების ციტირებას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.