სიახლეები
ახალი სერვისი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისგან: უფასო იურიდიული კონსულტაცია ყველასათვის
ამიერიდან, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ უფასო სამართლებრივი დახმარება კლინიკური განათლების ცენტრში.
ცენტრი უსასყიდლოდ ახორციელებს ბენეფიციართა კონსულტირებას, სასამართლოსა თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის განხილვაში წარმომადგენლობას, საჭიროების შემთხვევაში საქმეზე ადვოკატირების პროცესის წარმართვას. ცენტრი მუშაობს სამოქალაქო ადმინისტრაციული შინაარსის საქმეებზე.
მასში პარალელურად ჩართულნი არიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც კლინიკური განათლების ფარგლებში უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ცენტრის მიერ განხორციელებულ ყველა პროცესში, ტრენერ-ადვოკატის ხელმძღვანელობით. სამუშაო საათებია სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
უფასო იურიდიული კონსულტაციები საქართველოს უნივერსიტეტში ყველასთვის ხელმისაწვდომია. აღნიშნული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტისა და ააიპ „თბილისელების ადვოკატის“ ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 577) 255 804