სიახლეები
2015 წლის 27 თებერვალს გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს - „კაზუსები სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში“ - პრეზენტაცია, რომლის ავტორიც არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბაჩანა ჯიშკარიანი. სახელმძღვანელო გამოიცა ჩვენი უნივერსიტეტის პატრნიორი ორგანიზაციის „სამართლის სახლის“ მხარდაჭერით. ის განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს უნივერსიტეტსა და „სამართლის სახლს“ შორის დადებულია მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება აქტიური თანამშრომლობა სტუდენტების მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღების კუთხით.