ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


27 April 2023
პოლონეთისა და ისრაელის ელჩების ვიზიტი საქართველოს უნივერსიტეტში

2023 წლის 19 აპრილს  ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტმა  მოაწყო  ღონისძიება, „გავიხსენოთ ერთად “, რომელიც მიეძღვნა ვარშავის გეტოს აჯანყების მე-80-ე წლისთავს და შოას დღეს.  

ღონისძიებას დაესწრნენ:  პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში,  მისი აღმატებულება - მარიუშ მაშკიევიჩი და ისრაელის  ელჩი საქართველოში,  მისი აღმატებულება - ჰადას მეიცადი, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, თბილისის 89-ე საჯარო სკოლისა და UG სკოლის მოსწავლეები, ისრაელის სახლის წარმომადგენლები.

მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: კონსტანტინე თოფურია - საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი და გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

მისმა აღმატებულებამ მარიუშ მაშკიევიჩმა და მისმა აღმატებულებამ - ჰადას მეიცადმა  ისაუბრეს ვარშავის გეტოს აჯანყებასა და მის გმირებზე. ისრაელის  ელჩმა საქართველოში,  მისმა აღმატებულება - ჰადას მეიცადმა თავის გამოსვლაში  წაიკითხა პოლონელი ებრაელი პოეტის ვლადისლავ შლენგელის ლექსი, რომელშიც ის აღწერს აჯანყებამდე ვარშავის  გეტოში არსებულ საშინელ ყოფას. ქალბატონმა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა: „რადგან ამ ისტორიების გაზიარება მომავალი თაობისთვის ახლა ჩვენი ვალდებულებაა, ასეთი ღონისძიებები, როგორიც დღევანდელია, ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას სამინისტროებსა და უნივერსიტეტებთან საქართველოში, ჰოლოკოსტის შესახებ სწავლებების საკითხებზე“.

ისტორიის დეპარტამეტის ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა, ასევე,  ისაუბრეს ვარშავის გეტოს აჯანყებასა და მის გმირებზე.   სტუდენტმა  ანა მუზიაშვილმა - მარეკ ედელმანზე;  სტუდენტმა  თეკლა  ქვარცხავამ - ემანუელ რინგელბლუმზე;  მარიამ ხოშტარიამ - ვარშავის გეტოს აჯანყებაზე.

ამის შემდეგ გაიმართა შოას, ჰოლოკოსტისა და გმირების ხსოვნის დღისადმი მიღძღვნილი ცერემონია. ელჩებმა და სტუდენტებმა დაანთეს ექვსი სანთელი იმ ექვსი მილიონი ებრაელის ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომლებიც ემსხვეპლნენ ჰოლოკოსტს. სტუდენტებმა და ელჩებმა  ჰიმნის Ani Ma’amin („მე მწამს“)-ის მუსიკის ფონზე წაიკითხეს ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ბავშვების, ქალებისა და  მამაკაცებისა  სახელები (ჰოლოკოსტის დროს მორწმუნე ებრაელები მღეროდნენ  „ანი მაამინ“-ის, რომლის  ტექსტი ადაპტირებული იყო შუა საუკუნეების იუდაიზმის ფილოსოფოსის მაიმონიდეს „ებრაული რწმენის 13 პრინციპიდან“) .  დასასრულს სტუდენტებმა შეკითხვები დაუსვეს ელჩებს.

Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი