საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორმა ანა ხურციძემ და პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა მონაწილეობა მიიღეს GIZ-ის რეგიონალური პროექტის - Public Administration Reform in the Eastern Partnership-ის ეთიკური ლიდერობის ინიციატივის პროექტში, რომელიც 8-12 დეკემბერს, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მოლდოვის, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საჯარო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგების რამდენიმე ციკლი და მონაწილეებს ჰქონდა მყარი აკადემიური ნეთვორქის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც მიზნად ისახავდა ეთიკური ლიდერობის სწავლების განმტკიცებას.