სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორმა - ანა ხურციძემ, 2024 წლის 17-19 აპრილს, მონაწილეობა მიიღო ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციაზე, რომელიც შოტლანდიაში, ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაიმართა.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო ,,გლობალური იურიდიული განათლების მომავალი“. კონფერენცია და ასამბლეა ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება და მასში ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სამართლის სკოლების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.