სიახლეები
საქართველოს უნივერისტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლები, ანატომიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო დურგლიშვილი, ანატომიის სწავლებაში ჩართული ლექტორები მარიამ ჩხოლარია და თორნიკე გახოკიძე დაესწრნენ ყოველწლიურ Anatomage 2023 კონფერენცია-ტრენინგს, რომელიც გაიმართა 6-7 ოქტომბერს, მილანში, იტალია.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო სკოლების წარმომადგენლები, მათ შორის ლუქსემბურგიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ტრენინგზე წარმოდგენილ იქნა Anatomage-ის ახალი მოდელები, განახლებული ფუნქციებით და დატვირთვით.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
აღნიშული ტრენინგი ხელს შეუყწობს დიგიტალიზაციის პროცესის კიდევ უფრო ღრმად დანერგვას ანატომიური მაგიდის გამოყენებით, როგორც პრეკლინიკურ, ასევე კლინიკურ სწავლებებში.