სიახლეები
მიმდინარე წლის 24-31 აგვისტოს, შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოში გაიმართა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE - Association for Medical Education in Europe) ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ინკლუზიური განათლების პერსპექტივებს სამედიცინო განათლებაში.
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ელზა ნიკოლეიშვილი მივლენილ იქნა აღნიშნულ კონფერენციაზე, სადაც წარსდგა პრეზენტაციით თემაზე „ Assessing the Post-Pandemic Development Needs of Faculty of the School of Health Sciences at the University of Georgia”.
კონფერენციის პარალელურად მიმდინარობდა ინტენსიური შეხვედრები ქართველ და უცხოელ დელეგაციის წარმომადგენლებთან, კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და სიახლეები.