სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი- UG Startup Factory მორიგ, რიგით მეექვსე აქსელერაციის პროგრამას იწყებს. აქსელერაციის პროგრამა საუკეთესო შეთავაზებაა მათთვის, ვისაც სურს საკუთარი იდეა აქციოს რეალობად, მოიძიოს თანამოაზრეები და განავითაროს სტარტაპ იდეა.
Startup Factory-ის პროფესიონალი გუნდი მომავალ სტარტაპერებს საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით გაუზიარებს: ეფექტური კომუნიკაცია, ხელშესახები პროდუქტის განვითარება, იდეის გენერირება, ბიზნეს მოდელის განვითარება და ა.შ.
პროგრამა გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მონაწილეები გაივლიან შემდეგ ეტაპებს:
· იდეის ვალიდაცია და ტესტირება;
· გუნდის ფორმირება;
· ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება;
· სწრაფი ვალიდაცია და A/B ტესტინგი;
· MVP-ზე მუშაობა;
· მომზადება ინვესტორებთან ფიჩინგისთვის;
· დემო დღე პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად;
· პროდუქტის განვითარება.
პროგრამის მონაწილეებს ექნებათ წვდომა საქართველოს უნივერსიტეტის 100 000 ლარიან საინვესტიციო ფონდთან.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტარტაპებს ჩაუტარდებათ:
· OFFICE HOURS - შეხვედრები წარმატებულ სტარტაპებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით;
· ტრენინგები და კონსულტაციები მათვის საჭირო თემებზე;
· ყოველკვირეული რეპორტინგისა და ბრეინშთორმინგის სესიები UG Startup Factory-ის გუნდთან.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://bit.ly/3nNq15B
აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში შეირჩევა 15 სტარტაპი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი აქტიურად მუშაობს სტარტაპ კულტურის განვითარებაზე და ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებაზე.