სიახლეები
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში „საქართველო დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო პრიზმაში'', დაგეგმილ სამხედრო-პოლიტიკურ სიმულაციაში (Crisis simulation and War-gaming) მონაწილეობის მისაღებად საქართველოს უნივერსიტეტი იწვევს საბაკალავრო სწავლების მე-3 და მე-4 კურსელებს და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
სიმულაციის ფარგლებში, გათამაშდება საქართველოსთვის რელევანტური და რეალობასთან ახლოს მდგომი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის სცენარი. სტუდენტები კი დამოუკიდებლად წარმართავენ ამ პროცესს და შესახრულებენ კრიზისში მონაწილე მხარეების როლს.
სცენარის გათამაშების დროს მონაწილეები იმუშავებენ:
გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, უშუალოდ გაესაუბრონ კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკური კლიმატის ფორმირებაში.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: http://ugsp.ug.edu.ge/
სტუდენტურ სიმულაციაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ საიტზე: http://ugsp.ug.edu.ge/
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10.04.2020
შერჩეულ კანდიტატებთან შეხვედრა გაიმართება 15 აპრილს.