სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა ონლაინ კერძო არბიტრაჟის კონკურსში: “Middle East eVis Pre-Moot “ მიიღო მონაწილეობა და საპრიზო, მე-4 ადგილი დაიკვა.
გუნდს წარმოადგენენ სტუდენტები: გიორგი გუჯაბიძე, თინათინ თავხელიძე, სალომე ბექაური და ანი ტუჩაშვილი, მწვრთნელი: ქეთევან გივიშვილი.
გარდა ამისა, გუნდის ერთ-ერთი მონაწილე - გიორგი გუჯაბიძე მოსარჩელის პოზიციაში კონკურსის საუკეთესო მომხსენებლად დასახელდა.
საქართველოს უნივერსიტეტი მადლობას უხდის გუნდის თითოეულ წევრს გაწეული შრომისთვის და მოტივაციისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის გუნდი აგრძელებს მზადებას ვენის ონლაინ რაუნდებისთვის, რომლებიც 4-9 აპრილს არის დაგეგმილი.