სიახლეები
არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის და ARISC (American Research Institute of the South Caucasus) მხარდაჭერითა და ორგანიზებით ამერიკის არქეოლოგთა საზოგადოების ყოველწლიურ, რიგით 84-ე სიმპოზიუმზე სამხრეთ კავკასიის არქეოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილი საგანგებო სესია გაიმართება.
სიმპოზიუმზე რომელიც ჩატარდება ქალაქ ალბუკერკეში (ნიუ-მექსიკოს შტატი, აშშ), მიმდინარე წლის 10-14 აპრილს, წარდგენილი იქნება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ სამშვილდის ნაქალაქარზე შესრულებული ინტერდისციპლინარული კვლევის შედეგები (იხ. ლინკზე).
პანელს უხელმძღვანელებენ პროფ. დავით ბერიკაშვილი - სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. საქართველოს უნივერსიტეტი; პროფ. ალვარო იგუერასი - საერთაშორისო ექსპერტი კულტურული მემკვიდრეობის დარგში. იზაბელ კუპალი - სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ბიოარქეოლოგიური კვლევების ხელმძღვანელი.
The South Caucasus Region: Crossroads of Societies & Polities. An Assassment of Research Perspectives in Post-Soviet Times.
Sponsored by IAC, The University of Georgia (Tbilisi) & ARISC, American Research Institute of the South Caucasus
Session Chairs: Isabelle Coupal, Alvaro Higueras, David Berikashvili.