გაცნობებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლამ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ანკარის უნივერსიტეტთან, რომელიც თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტია.
თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი პროგრამების, სასერტიფიკატო კურსების, საზაფხულოს სკოლების და სამეცნიერო პროექტების ერთობლივ განხორციელებას.