ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


22 September 2026

ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლას Xi’an Jiaotong University-ის (XJTU) დელეგაცია ეწვია

 

21 სექტემბერს ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლას  Xi’an Jiaotong University-ის (XJTU) დელეგაცია ეწვია. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო უნივერსიტეტების საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების გაცნობა, სტრატეგიული მიმართულებების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

Xi’an Jiaotong University-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • FENG Gengzhong – Dean
  • LIU Shan – Associate Dean
  • Jeremy Yu – CEEMAN APAC Director

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს უნივერსიტეტების მიმდინარე პროექტები, სტრატეგიული გეგმები და განვითარების პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შესაძლო თანამშრომლობას „Belt and Road“ ინიციატივის კონტექსტში, ასევე იმ მიმართულებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს UG-ის საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას. თანამშრომლობის განვითარება მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების, ერთობლივი კვლევითი საქმიანობისა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის რამდენიმე შესაძლო მიმართულება:

  • აკადემიური პერსონალის განვითარების შესაძლებლობები;
  • ერთობლივი კვლევითი პროექტები;
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მოკლევადიანი მობილობა;
  • ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება ჩინეთში;
  • ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობაში.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი