Brainstorming Event — სამომავლო პროექტები და სტუდენტური ინიციატივები
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში Brainstorming Event გაიმართა.
შეხვედრაზე სტუდენტები და ორგანიზატორები ერთობლივად მსჯელობდნენ სამომავლო პროექტებზე, საინტერესო იდეებსა და ახალ ინიციატივებზე. ინტერაქციულ ფორმატში მონაწილეებმა გააზიარეს თავიანთი ინტერესები, ხედვები და საჭიროებები, რამაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომი საუნივერსიტეტო ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვას.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 14 დეკემბერი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.