საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის პროფესორის, კახაბერ ჯაყელის წიგნი - "„ბრენდის შექმნა და მენეჯმენტი ფიგიტალურ ეპოქაში“ - შეირჩა SCOPUS-ის პრესტიჟულ ინდექსში შესატანად. ნაშრომი გამოიცა ავტორიტეტული გამომცემლობის, "IGI Global Scientific Publishing"-ის მიერ.
SCOPUS-ის ინდექსში ჩართვა მნიშვნელოვნად ზრდის ბატონი კახას წიგნის ხილვადობას, რაც თავისთავად ნაშრომის უფრო ხშირ გამოყენებასა და ციტირების მაღალ შედეგს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ეს მიღწევა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა გაფართოვდეს კვლევის მასშტაბი და ავტორის ცნობადობა საერთაშორისო აკადემიურ წრეებში.