სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში, ისრაელის კვირეულის ფარგლებში, „ისრაელის სახლის“ თაოსნობითა და სარას ბენ შემეშის ფონდის მხარდაჭერით, ისრეაელის კაბინეტი გაიხსნა.
ისრაელის კაბინეტი მიზნად ისახავს, ისრაელისა და ებრაელი ხალხის განვლილი გზის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქართველი სტუდენტების დეტალურ ინფორმირებას.
ისრაელის კაბინეტის გახსნას მიესალმნენ ისრაელის ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო კონცეფციის ავტორი ხილიკ ბარი და ისრაელის მთავრობის წარმომადგენელი აქრამ ხასონი.