სიახლეები
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში „საქართველო დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო პრიზმაში'', დაგეგმილ სამხედრო-პოლიტიკურ სიმულაციაში (Crisis simulation and War-gaming) მონაწილეობის მისაღებად საქართველოს უნივერსიტეტი იწვევს საბაკალავრო სწავლების მე-3 და მე-4 კურსელებს და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
სიმულაციის ფარგლებში, გათამაშდება საქართველოსთვის რელევანტური და რეალობასთან ახლოს მდგომი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის სცენარი. სტუდენტები კი დამოუკიდებლად წარმართავენ ამ პროცესს და შეასრულებენ კრიზისში მონაწილე მხარეების როლს.
კონკურსის ორი გამარჯვებული დასაჩუქრდება ნატოსა და ევროკავშირის ოფისებში სასწავლო ვიზიტით.
სცენარის გათამაშების დროს მონაწილეები იმუშავებენ:
· სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე;
· მოლაპარაკებების წარმართვაზე.
გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, უშუალოდ გაესაუბრონ კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკური კლიმატის ფორმირებაში.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: http://ugsp.ug.edu.ge/
სტუდენტურ სიმულაციაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ საიტზე: http://ugsp.ug.edu.ge/
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2020 წელი
შერჩეულ კანდიტატებთან შეხვედრა გაიმართება 10 ივლისს, 2020 წლის.