სიახლეები
მიმდინარე წლის 9-14 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში წარმატებით ჩატარდა სასერტიფიკატო კურსი „გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატია“. კურსის ორგანიზება და განხორციელება შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მხარდაჭერის შედეგად, რისთვისაც საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა გამოხატავს მადლიერებას.