სიახლეები
ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საექთნო საქმის დეპარტამენტის ორგანიზებით UG სკოლის თანამშრომლებისთვის 2022 წლის 1 და 2 ოქტომბერს ჩატარდა სასერთიფიკატო კურსი „პირველადი დახმარება“. კურსის მსმენელებს ჩაუტარდათ ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება, თუ როგორ ხდება პირველადი დახმარების აღმოჩენა სისხლდენის და შოკის, ტრავმის, გულის წასვლის, კრუნჩხვის, სითბური დაკვრის, სხვადასხვა ინტოქსიკაციის, დამწვრობის, მოყინვის, ასთმური შეტევის დროს, როგორ უნდა ჩატარდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია მოზრდილებში და ბავშვებში, პირველი დახმარება მოხრჩობის დროს და სხვა.