სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, ლევან სამხარაძე იმ ქართველ ახალგაზრდებს შორისაა, რომელთაც წელს პირველად მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის, 29 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ორლანდოში Microsoft-ისა და Adobe-ის ოფიციალური პარტნიორის Certiport-ის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატში. ლევანმა კონკურსში უმაღლესი ქულები მოაგროვა და მოიპოვა უფლება წარდგეს საერთაშორისო დამსაქმებლების წინაშე. წარმატებას ვუსურვებთ ლევანს ორივე პროფესიაში და იმედი გვაქვს, რომ ის სათანადოდ წარმოაჩენს საკუთარ თავსა და ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე.