სიახლეები
ჩვენი კურსდამთავრებული, ცირა ჩორგოლიანი, მისი წარმატებისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის შესახებ გვიყვება:
"2021 წელს მოვიპოვე მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში.
IBL-ის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ინოვაციურ, მოქნილ პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ძირფესვიანად, კრიტიკული თვალით შესწავლას პროგრამის შემდეგი სამი მოდულის განხორციელების საფუძველზე: პროგრამის ძირითადი/არჩევითი კურსები, კლინიკური იურიდიული განათლება და სადისერტაციო ნაშრომი.
IBL-ის აკადემიური პერსონალი გიბიძგებთ, რომ ჩამოყალიბდეთ შესანიშნავ, თანამედროვე იურისტებად, თქვენში სრული პოტენციალის გამოვლენის გზით. ამრიგად, აღნიშნული პროგრამა გამზადებთ და წარგადგენთ პროფესიულ სფეროში მოღვაწე საზოგადოების საერთაშორისო წრის წინაშე, რაც იურისტის კარიერის გლობალურ ასპარეზზე განვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ელემენტია.
სამაგისტრო წლებში ვსწავლობდი კვლევის მეთოდებისა და ანალიზის საფუძვლებზე და აკადემიურ/სამართლებრივ წერაზე დაფუძნებულ კურსებს, რის საფუძველზეც განვავითარე პროფესიული უნარ-ჩვევები ინგლისურ ენაზე, მათ შორის: კვლევის ალტერნატიული მეთოდოლოგია და ანალიტიკური ტექნიკა; აკადემიური ნაშრომის თანამედროვე წყაროების გამოყენებით, პროფესიული აკადემიური სტანდარტების დაცვით, კრიტიკული ანალიზისა და მონაცემთა დამუშავების საფუძველზე მომზადებისა და წარდგენის უნარი.
სწავლის განმავლობაში IBL-მა მომცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო სამ საერთაშორისო კონკურსში UG-ის გუნდთან ერთად, რამაც უდიდესი გამოცდილება მომცა არა მხოლოდ თეორიული/პრაქტიკული ცოდნის ინგლისურ ენაზე გაღრმავების კუთხით, არამედ დაუღალავი შრომის, გუნდურობისა და დასახული მიზნის მიღწევის თვალსაზრისით.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ მოცემულმა ზემოაღნიშნულმა აკადემიურმა ისტორიამ დამარწმუნა საკუთარ კონკურენტუნარიანობაში!"
ცირა IBL პროგრამის წამყვანი სტუდენტი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ის არის ჩვენი კურსთამთავრებული და ვუსურვებთ მას წარმატებულ მომავალს!