სიახლეები
3 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტებმა, გიორგი გვაზავამ და გიორგი ხუციშვილმა გაიმარჯვეს CISCO-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში „CAPTURE THE FLAG“, სადაც მონაწილეობას თხუთმეტი ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტები და ლექტორები იღებდნენ მონაწილეობას.
საერთაშორისო შეჯიბრებამდე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაევლოთ ორ თვიანი პრაქტიკული კურსი, რომელიც განკუთვნილია CISCO-ს ოფიციალური წარმომადგენელი ორგანიზაციებისთვის, შესაბამისად - საქართველოს უნივერსიტეტისთვის.
გამარჯვებულ სტუდენტებს CCST გამოცდის ვაუჩერი გადაეცათ, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდის ჩაბარებას და აიტი საფორთის სპეციალისტის სერტიფიკატს, რაც ამ სფეროში ჩართული სპეციალისტებისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია.