სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის კონსულტანტმა გლობალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით, ასისტენტ პროფესორმა ნათია სხვიტარიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის 16-ე კონფერენციაში „ჩვენი საკვები, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი დედამიწა: კაცობრიობის მდგრადი მომავალი“, რომელიც გაიმართა დუბლინში (ირლანდია) მიმდინარე წლის 8-11 ნოემბერს.
კონფერენციაზე ნათია სხვიტარიძის მიერ წარდგენილი იქნა მოხსენებები და პოსტერები როგორც „ციფრული ჯანმრთელობისა და კომუნიკაციის“, ასევე „ჯანდაცვის სამუშაო ძალა, პრაქტიკა და ტრენინგები“ სესიაზე, რაც შემდგომ გამოქვეყნებული იქნა European Journal of Public Health ჟურნალის ოქტომბრის (33-ე) გამოცემაში.