სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მედიცინის პროგრამის სტუდენტებმა, ახალგაზრდა მკვლევარებმა და პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში International Multidisciplinary School Confrerence on Biomedicine - BIOMED 2024, რომელიც გაიმართა შეკვეთილში, 12-14 მაისს. მედიცინის სტუდენტების მიერ წარდგენილ აბსტრაქტებმა თემაზე - Study of Covid-19 Influence on Foreign Student’s Sleep Quality, Academic Stress and Signs of Depression: A Cross-Sectional Study და Assessing the sleep dynamics in post covid-19 - დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.
აბსტრაქტები გამოქვეყნებულია კონფერენციის აბსტრაქტების ყოველწლიურ კრებულში.