სიახლეები
მიმდინარე წლის 4-7 ოქტომბერს, რუმინეთში, ქ. იასიში ჩატარდა AMSE -ს (ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია) კონფერენცია სახელწოდებით The Digital Transformation for Healthcare Professions: Patient Care, Education and Research.
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მედიცინის დეპარტამენტმა წარადგინა თემა Competency based e-portfolio as a digital holistic view of student learning and progress, მოხსენებით წარსდგა იური მიგრიაული.
საქართველოს უნივერსიტეტის პორტფოლიოს, კერძოდ კომპეტენციებზე დაფუძნებული ელექტრონული პორტფოლიოს თაობაზე გაწეული სამუშაოების და გეგმების გაზიარება იყო შესანიშნავი შესაძლებლობა პროფესიონალური და დადებითი უკუკავშირის მისაღებად.