სიახლეები
25 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სტომატოლოგიისა და ფარმაციის დეპარტამენტის სტუდენტების ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ნაბიჯები მომავლისკენ“.
სტუდენტებმა მოხსენებები და პრეზენტაციები სტომატოლოგიისა და ფარმაციის სამომავლო პერსპექტივების შესახებ გამართეს.
აღნიშნული კონფერენციის მიზანი სტუდენტებში სამეცნიერო აქტივობის წახალისება იყო.